ერდოღანი: "ზუსტად ახლა თურქეთისკენ 250 000-მდე მიგრანტი მოემართება"
ერდოღანი: "ზუსტად ახლა თურქეთისკენ 250 000-მდე მიგრანტი მოემართება"
თურქეთის პრეზიდენტის რეჯერ ტაიფ ერდოღანის თქმით, სირიის იდლიბის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით დამატებით 200 000-250 000 ადამიანი მიემართება. მისი თქმით, ანკარა იღებს ზომებს, რომ ქვეყანაში მათი შეშვება არ მოხდეს.

"ზუსტად ახლა, 200 000 - 250 000 მიგრანტი ჩვენი საზღვრებისკენ მოემართება. ჩვენ ვცდილობთ ისინი შევაკაოთ, მაგრამ ეს ადვილი არაა, ეს რთულია!"-განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანმა საუბრისას დასავლეთთან ერთად არაბთა ლიგაც გააკრიტიკა. მისი თქმით, თურქეთი უმეტესად არაბების თავშესაფრად იქცა.

"შეხედეთ, არაბთა ლიგა
გადაწყვეტილებებს თურქეთის გარეშე იღებს. ვის ვმასპინძლობთ ჩვენ დღეს? თითქმის 4 მილიონ სირიელ ლტოლვილს, რომლებიც არაბები არიან. მხოლოდ 350 000 მათგანია ქურთი",-განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის დახმარებით ინტენსიურად ახორციელებს იდლიბის რაიონის დაბომბვას.

იდლიბის პროვინცია სირიის ამბოხებული ძალების მიერ კონტროლირებადი ბოლო რეგიონია. ადგილობრივი ორგანიზაციების
ცნობით, ტერიტორია ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ზაზა
06 იანვარი 2020 09:22
ვინც აურია აზია და ჩრდ. აფრიკა,ის უნდა აკრიტიკო.
...
03 იანვარი 2020 21:19
Dasavletisa da arabebis kritikas iqneb jobdes misi “zmadnafici” rusi vova gaakritikos )) an thovos eyos bombebit tamashi.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები