"ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ ასევე არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში" - კვირის პალიტრა

"ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ ასევე არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში"

ერაყის დედაქალაქში, აეროპორტთან მომხდარ ოპერაციას ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ირანს ომი არასდროს მოუგია.

"ირანს არასოდეს მოუგია ომი, მაგრამ ასევე არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში“,-დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა მოლაპარაკებებთან მიმართებაში სავარაუდოდ, ბარაკ ობამასთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება იგულისხმა.

ეს ბაღდადის აეროპორტში ოპერაციის შემდეგ ტრამპის მეორე პოსტია "ტვიტერში". თავდაპირველად, მან აშშ-ის დროშა გამოაქვეყნა, კომენტარის გარეშე.

დღეს მომხდარ ინციდენტს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც გამოეხმაურა. მისი თქმით, სულეიმანის ლიკვიდაციამ "ათობით, თუ არა ასობით" ამერიკელის სიცოცხლე იხსნა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ქასემ სოლეიმანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"