ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ - ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ - ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს

ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიის დატოვებას აღარ შეეცადონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებენ, - ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება.

"ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,"- ნათქვამია სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მდგომარეობას ტემპერატურის მატება და ძლიერი ქარი ართულებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, მეხანძრეებს ხანძართან გამკლავებაში 3000 ჯარისკაცი დაეხმარება. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.

მიმდინარე კვირაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი ამ დროისთვის 21 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5.25 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

"ინტერპრესნიუსი"