ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს? - კვირის პალიტრა

ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს?

ახალი წლის დადგომასთან ერთად, ისევ უკიდურესად გამწვავდა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. აშშ-ისა და ირანის ისედაც რთული ურთიერთობები უკიდურესად გართულდა ერაყის ქალაქ ბაღდათის აეროპორტთან მომხდარი სარაკეტო თავდასხმის გამო, რის შედეგადაც ირანელი სამხედრო სტრატეგი, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი გენერალი ყასემ სულეიმანი, ერაყელთა საბრძოლო დაჯგუფების მეთაურ აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისთან ერთად დაიღუპა. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთა შეფასებით, სულეიმანი ახლო აღმოსავლეთში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით, არამედ ოფიციალური თეირანის პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მისი სიკვდილი დიდი დარტყმაა ირანის ხელისუფლებისთვის. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ირანის რელიგიური რეჟიმის წინამძღოლი და სხვა მაღალჩინოსნები უმკაცრესი პასუხითა და შურისძიებით იმუქრებიან. "გენერალ ყასიმ სულეიმანის მოკვლა, იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება", - განაცხადა გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ.

"ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი", - განაცხადა ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ, რომელმაც სპარსეთის ყურეში ამერკულ ხომალდებზე თავდასხმაც არ გამორიცხა.

ბაღდადის აეროპირტთან - ყასემ სულეიმანის აფეთქების ადგილი "ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად: იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული ადგილია და ამ სამიზნეებსა და თავად ირანს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ", - ასე უპასუხა ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში". მოკლედ, ვითარება საკმაოდ არაპროგნოზირებადია, მით უფრო, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს ერაყის ტერიტორიაზე ირანის მხარდაჭერილ ძალებზე. აფეთქება მოხდა ბაღდათში აშშ-ის საელჩოს სიახლოვესაც.

ვინ იყო ყასემ სულეიმანი?

63 წლის სულეიმანი, რომელიც ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით მოკლეს, ხელმძღვანელობდა ირანის მოქმედებებს საზღვარგარეთ. ის საკვანძო როლს თამაშობდა პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით ისლამური რესპუბლიკის გავლენის გაფართოებაში სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში.

გენერალი ყასემ სულეიმანი "ქუდსის ძალების" მეთაური 1998 წელს გახდა. მას ლიბანში დაჯგუფება "ჰეზბოლას", სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობისა და ერაყში, შიიტური დაჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. მეტიც, ის სირიაში ბაშარ ასადის შემდგომ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა, სირიელები ხუმრობდნენ კიდეც, მან რომ იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი, შეიძლება ჩვენი პრეზიდენტიც კი გახდესო...

დაღუპული გენერალი ირანში ეროვნული გმირი და წმინდანია, დასავლეთი კი მასში ბოროტების ხორცშესხმულ გამოვლინებას ხედავდა. როგორც ცონობილია, სწორდ გენერალმა ყასემმა შეძლო ვლადიმირ პუტინის დარწმუნება, სირიის კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩარეულიყო.

გენერალ ყასემ სულეიმანს ირანელები უამრავ დამსახურებას მიაწერენ, მათ შორისაა ირანის პოლიტიკის გავლენის გაზრდა ახლო აღმოსავლეთზე, სადაც საკუთარი გავლენის შენარჩუნებას ცდილობენ, როგორც აშშ, ასევე საუდის არაბეთი და ისრაელი.

გენერალი ყასემი ირანში მთავარ სამხედრო სტრატეგად მიიჩნევა, სწორედ ის ედგა სათავეში ყველა საბრძოლო ქმედებას. მას უდიდესი გავლენა ჰქონდა როგორც ირანში, ასევე სირიაში, ერაყში, ლიბიასა და იემენში.

გემერალი ირანის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. იმ ქვეყნებში, სადაც მმართველ ძალად სუნიტები ითვლებიან, გენერალ ყასემს ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდნენ.

გენერალმა სულეიმანმა მოახერხა და შეცვალა სირიის ომში განვითარებული პროცესები. სწორედ მის დამსახურებად თვლიან, რომ სირიაში ბაშარ ასადი გაძლიერდა. მას ადანაშაულებდნენ უამრავი ამერიკელი სამხედროს დაღუპვაში და ასევე ისრაელზე თავდასხმებში.

გენერალი ყასემ სულეიმანი ირანში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ  საზოგადოების ნაწილში შიშსაც იწვევდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, ირანში შეიქმნა ორგანზაცია, რომლის მიზანი იყო გენერლის გაპრეზიდენტება.

ზოგიერთ პოლიტიკოსს მიაჩნდა, რომ თუ არჩევნებში გენერალი გაიმარჯვებდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა, ამის შემდეგ ისლამური რევოლუციის მხარდამჭერებს განუსაზღვრელი უფლებები ექნებოდათ. ის იმ პოლიტიკოსთა რიცხვში შედიოდა, რომელიც მხარს უჭერდა რეჟიმს და ძალადობრივ პოლიტიკას.

ერთის მხრივ, სულეიმანს აქებდნენ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გამო, მეორეს მხრივ კი სირიაში დაღუპული ათასობით ადამიანის გამო მას ადანაშაულებდნენ. გენერალს სდებდნენ ბრალს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევასა და ჯარისკაცების დაღუპვაში.

New York Times-თან საუბარში "მოსადის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ტამირ პარდომ განაცხადა, რომ "არაბული გაზაფხულის" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში, გენერალი ყასემ სულეიმანი ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. ფაქტი ერთია, მის დიდ სტრატეგობას ყველა ერთხმად აღიარებდა მტერიც და მოყვარეც...

ვინ იყო ყასემ სულეიმანი გენერლობამდე?

ყასემ სულეიმანი მოკრძალებულ ოჯახში 1957 წელს, ირანის ერთ-ერთ პროვინციაში დაიბადა. დაწყებითი 5 კლასის დასრულების შემდეგ, 13 წლის ბიჭი იძულებული გახდა მშენებლობებზე დაეწყო მუშაობა. თავისუფალ დროს ის სპორტით იყო დაკავებული და თან ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სწავლებებს ესწრებოდა.

22 წლის ყასემის სამხედრო კარიერა 1979 წლიდან იწყება. მაშინ, როცა ქვეყანაში ისლამური რევოლუცია დაიწყო, ის მაშინვე ჩაეწერა ისლამური რევოლუციის მებრძოლთა რიგებში. ამის შემდეგ, სულეიმანი ირანსა და ერაყს შორის გამართულ 8-წლიან ომში ჩაერთო და ამ ომში ეროვნული გმირის წოდებაც მოიპოვა. ამ პერიოდში ის უკვე ხელმძღვანელობდა ქვეყნის საზღვრებთან გამართულ სამხედრო დაპირისპირებებს.

ომის შემდეგ, 1998 წელს, სულეიმანი სპეცდანიშნულების რაზმის "ალ-ქუდსის" ხელმძღვანელი გახდა.

"ქუდსის მოძრაობა" პასუხისმგებელია ქვეყნის გარეთ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებზე, მათ კავშირი აქვთ სხვადასხვა ქვეყნის შიიტ მმართველებსა და პოლიტიკოსებთან. თავდაპირველად, გენერალი ჩრდილში იყო და არსად ჩნდებოდა, მან პოზიცია გაიძლიერა შიიტ პოლიტიკოსებსა და მებრძოლებში, ასევე ლიბანის შიიტურ დაჯგუფება "ჰესბოლაში".

მისი ხელმძღვანელობით დაჯგუფება "ალ-ქუდსი" მნიშვნელოვნად გაძლიერდა, როგორც ფინანსურ ასევე პოლიტიკურ საკითხებში და ის არა მარტო ირანში, არამედ ირანის ფარგლებს გარეთაც ერთ-ერთ წამყვან ძალად იქცა.

გავლენა სირიის ომზე

ირანისა და აშშ-ის განსხვავებული იდეოლოგიის მიუხედავად, სირიაში ისინი იძულებული გახდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად ემოქმედათ. 2001 წელს ირანმა სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის სამხედრო ძალებს ავღანეთში ტერიროსტული დაჯგუფება "თალიბანის" დასამარცხებლად. ირანში ყასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი

ერაყში სამხედრო ძალებისა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო დაპირისპირებისას, გენერლის გადაწყვეტილებით, ირანელი მებრძოლები ერაყის მხარდასაჭერად იბრძდნენ.

2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომისას კი გენერალ ყასემის გადაწყვეტილებით, სამხედროები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერდნენ მხარს. ამბობენ იმასაც, რომ 2015 წელს რუსეთში ყოფნისას, გენერალმა ყასემმა ვლადიმერ პუტინი დაარწმუნა ასადისთვის მხარი დაეჭირა და სირიის სამოქალაქო ომში ჩარეულიყო.

სიკვდილამდე და გარდაცვალების შემდეგ

2019 წლის მიწურულს, 31 დეკემბერს ბაღდადში რამდენიმე ათასი ადამიანი ცდილობდა ამერიკის საელჩოზე თავდასხმას და მისი შტურმით აღებას. ისინი ამ ქმედებით ამერიკის სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებულ შეტევებს აპროტესტებდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.

"ირანი მიიღებს საკადრის პასუხს ყველა წართმეული სიცოცხლისა თუ ჩვენი ნებისმიერი დაწესებულების დაზიანების გამო. ისინი ამის გამო ძალიან დიდ საფასურს გადაიხდიან! ეს არ არის გაფრთხილება - ეს მუქარაა. გილოცავთ ახალ წელს",  - დაწერა "ტვიტერის პირად გვერდზე პრეზიდენტმა ტრამპმა. ირანში ყასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი აშშ-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქციად იქცა

2020 წლის 1-ლ იანვარს ირანის ლიდერმა აიათოლა სეიედ ალი ჰოსეინ ჰამენეიმ განაცხადა, რომ თუ ირანი სურვილს გამოთქვამს ჩაერთოს რომელიმე დაპირისპირებაში, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.

"ჩვენ არ მივილტვით ომისკენ. მაგრამ ჩვენ მკაცრად ვიცავთ ირანის ეროვნულ ინტერესებს და ღირებულებებს. თუ ჩვენს ქვეყანას ვინმე დაემუქრება, ორჭოფობის გარეშე დავუპირისპირდებით ამ მუქარას და ირანიდან მიიღებენ საპასუხო დარტყმას", - განაცხადა ირანის მთავარმა იდეოლოგმა.

გენერლის დაღუპვის შემდეგ საკმაოდ დაიძაბა ვითარება ირანსა და აშშ-ის შორის. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ 2020 წლის პირველ დღეებში მომხდარი შემთხვევა არ იქნება მსოფლიო ომის დასაწყისი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იმის გამო მოხდა, რომ ირანთან "ომი შეჩერებულიყო" და არა დაწყებულიყო. მისივე თქმით, მას არ სურს ომი. (წყარო)

იხილეთ ყასემ სულეიმანის დაკრძალვის კადრები

63 წლის სულეიმანი, რომელიც ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით მოკლეს, ხელმძღვანელობდა ირანის მოქმედებებ საზღვარგარეთ. ის საკვანძო როლს თამაშობდა პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით ისლამური რესპუბლიკის გავლენის გაფართოებაში სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში. Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE