"ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაცხადებთ ჯიჰადს"
"ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაცხადებთ ჯიჰადს"
ლიბიის არაღიარებულმა ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა. ამბოხებული გენერლის განცხადება თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ლიბიის გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.

"ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაცხადებთ ჯიჰადს. ყველას მოვუწოდებთ, იარაღი აიღონ ხელში",-განაცხადა ჰაფთარმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

მისი თქმით, "კაცებმა და ქალებმა, ჯარისკაცებმა და სამოქალაქო პირებმა იარაღი უნდა აიღონ, რათა დაიცვან სამშობლო და ღირსება".

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით,
თურქეთი ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარებას გაუწევს. 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს, ხოლო რუსეთი, ირანი და ეგვიპტე აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს უჭერენ მხარს.

"ინტერპრესნიუსი"

yyy
06 იანვარი 2020 14:17
ვის უცხადებენ ჯიჰადს , ამერიკას? სასაცილოა!
ტოტო
05 იანვარი 2020 17:27
არასერიოზული განცხადებაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?