"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ"
"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს.

"ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად : იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული ადგილია და ამ სამიზნეებსა და თავად ირანს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ," -
წერს ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."

მისივე თქმით, ამ 52 სამიზნისგან ზოგიერთი ძალიან მაღალი დონის და ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და ირანული კულტურისთვის.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირი, ქასიმ სულეიმანი
დაიღუპა. ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან.

გუშინ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა, რომ ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. "ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია," - აღნიშნა მან.


"ინტერპრესნიუსი"
ტოტო
05 იანვარი 2020 16:35
გაუმარჯოს ტრამპს,საუკეთესო პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?