"სიკვდილი ამერიკას" - ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა - კვირის პალიტრა

"სიკვდილი ამერიკას" - ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა

ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. "სიკვდილი ამერიკას"- სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ყასემ სულეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.

"დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს", - განაცხადა მან.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ სულეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანის ქალაქ აჰვაზში გადაასვენეს.

ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს?

"ინტერპრესნიუსი"