"ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, რომ ირანის სანქციები უფერულად მოეჩვენებათ"
"ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, რომ ირანის სანქციები უფერულად მოეჩვენებათ"
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერაყს სანქციებით ემუქრება. შეგახსენებთ, ქვეყნის პარლამენტმა ერაყიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

"თუ ისინი ჩვენ გვთხოვენ, რომ დავტოვოთ ერაყი, ამას ჩვენ ძალიან მეგობრულად არ გავაკეთებთ. ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც იქამდე არასდროს უნახავს",-განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ერაყისთვის დაწესებულ სანქციებთან შედარებით, ირანის სანქციები "უფერულად მოეჩვენებათ".

მისივე თქმით, ერაყმა აშშ-ს უნდა გადაუხადოს, თუ სურს, რომ ამერიკულმა ჯარებმა ქვეყანა დატოვონ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან განსაკუთრებული ავიაბაზები იქ. მათი
აშენება მილიარდობით დოლარი დაჯდა ჯერ კიდევ სანამ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ჩვენ არსად წავალთ თუ ამ თანხებს უკან არ გადაგვიხდიან",-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ერაყის პარლამენტმა ერაყის მთავრობისგან მოითხოვა ზომების მიღება, რომ აიკრძალოს ნებისმიერი მიზეზით უცხოური ძალების წარმომადგენლებისთვის ერაყის მიწაზე, საჰაერო სივრცესა და წყალზე გადაადგილება.

ამ ეტაპზე,
შეერთებულ შტატებს ერაყში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი ჰყავს, ძირითადად, მრჩევლების სახით.

"ინტერპრესნიუსი"




მურმანი
06 იანვარი 2020 15:21
თქვენმა სანქციებმა ვის რა უყო უფრო ძლიერდებიან უფრო ერთიანდებიან თქვენ კი ნელა ნელა ამერიკელო ოკუპანტებო მარტო რჩებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?