"შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ მამაჩემის მოკვლით ყველაფერი დასრულდა" - კვირის პალიტრა

"შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ მამაჩემის მოკვლით ყველაფერი დასრულდა"

ასობით ათასი ადამიანი ირანის დედაქალაქში სამგლოვიარო აქციას მართავს. ყასემ სოლეიმანის სურათებით, შავებში ჩაცმული ადამიანები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს" სკანდირებენ და ხელისუფლებას შურისძიებისკენ მოუწოდებენ.

საზოგადოებას სოლეიმანის ქალიშვილმა, ზეინაბმა მიმართა, რომელიც აშშ-ს და მის მოკავშირე ისრაელს "ბნელ დღეს" დაჰპირდა.

"შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა მამაჩემის მოკვლით. შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ",-განუცხადა ზეინაბმა შეკრებილებს.

სამგლოვიარო პროცესიას თეირანში უმაღლესი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი ოფიციალური პირები ესწრებიან. იქ იმყოფება "ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიაც.

შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, "ქუდსის ძალების" ხელმძღვანელი, ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს?

"ინტერპრესნიუსი"