ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ - რა გახდა ამის მიზეზი?
ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ - რა გახდა ამის მიზეზი?
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ათასობით ავსტრალიურ აქლემს დახოცავენ, რადგან ისინი ძალიან ბევრ წყალს სვამენ და მათი მეტეორიზმი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.

აქლემებს პროფესიონალი მსროლელები ვერტმფრენებიდან ესვრიან. პროცესს დაახლოებით 5 დღე დასჭირდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ისედაც გვალვით დაზარალებულ რეგიონში, აქლემები წყლის თითქმის მთელ მარაგს ცლიან. ქვეყანაში ასევე შიშობენ, რომ აქლემები გლობალურ დათბობასაც უწყობენ ხელს, რადგან მათ მიერ წლიურად გამოყოფილი მეთანი ერთი ტონა ნახშოროჟანგის ექვივალენტია.

ადგილობრივი ეროვნული აქლემების
მართვის გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცხოველის კონტროლი არ განხორციელდა, მათი რაოდენობა ყოველ 9 წელიწადში გაორმაგდება, რაც გარემოსთვის სერიოზული ზიანის შემცველია.

"ინტერპრესნიუსი"

ნინო
08 იანვარი 2020 17:01
ღმერთო ჩემო,რა ეშველება ამ ქვეყანას, ასე განადგურებულს,ასე გადამწვარს...რა ეშველებათ ცხოველებს...და რა ეშველება საერთოდ სამყაროს...
Tao
08 იანვარი 2020 15:40
ასე თუ ვიმსჯელებთ ძროხები უფრო მეტ მეთანის გამოყოფენ, და ადამიანებიც. ძილის დროს ადამიანი საშუალოდ 5_6 ჯერ იცლება გაზებისგან. (ხუმრობით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?