ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე, ჭლეტის დროს 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა - კვირის პალიტრა

ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე, ჭლეტის დროს 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას ჭყლეტაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მოხდა.

"სამწუხაროდ, ჭყლეტის შედეგად, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მოკვდა და ზოგიერთი დაშავდა",-აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები.

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მიმდინარეობს. სოლეიმანი 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

იხილეთ ასევე: ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს?

"ინტერპრესნიუსი"