ირანის პარლამეტმა პენტაგონი და აშშ-ის სამხედრო ძალები "ტერორისტებად" გამოაცხადა - კვირის პალიტრა

ირანის პარლამეტმა პენტაგონი და აშშ-ის სამხედრო ძალები "ტერორისტებად" გამოაცხადა

ირანის პარლამენტმა აშშ-ის სამხედრო ძალები და პენტაგონი "ტერორისტებად" გამოაცხადა. პარლამენტმა კანონი ერთხმად, შეძახილებით "სიკვდილი ამერიკას" მიიღო.

ამასთან, პარლამენტმა დაამტკიცა, რომ "ყუდსის ძალებს", რომელთაც დაღუპული ყასემ სოლეიმანი მეთაურობდა, ბიუჯეტიდან დაფინანსება გაეზარდოს.

შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, "ყუდსის ძალების" ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"