ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა და ბაშარ ალ-ასადს შეხვდა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა და ბაშარ ალ-ასადს შეხვდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ბაშარ ალ-ასადს შორის შეხვედრა დამასკოში შედგა.

სააგენტოს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი სირიაში დაუგეგმავი იყო.

რუსეთის პრეზიდენტის წინა ვიზიტი სირიაში 2017 წელს შედგა.

"ინტერპრესნიუსი"