თეირანთან უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა - კვირის პალიტრა

თეირანთან უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა

თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ განიცადა, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, რომ შესაძლოა, ირანმა ხომალდი შეცდომით ჩამოაგდო.

ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.

თვითმრინავი, რომელიც ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბოინგ-737 კიევში მიფრინავდა.

იხილეთ ასევე: ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

"ინტერპრესნიუსი"