ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პირველ კომენტარს აკეთებს - კვირის პალიტრა

ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა", - წერს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, უკრაინის საელჩო აზუსტებს ინფორმაციას ტრაგედიის გარემოებებისა და დაღუპულთა ვინაობის შესახებ.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"