საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს - კვირის პალიტრა

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს. განცხადება ამის თაობაზე სამხრეთ კორეის, მალაიზიის, სინგაპურისა და ჩინეთის ავიახაზებმა გააკეთეს. მათი თქმით, ისინი თავიდან აირიდებენ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას. აღნიშნულის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია.

ირანისა და ერაყის ნაწილის საჰაერო სივრცის გამოყენება აკრძალულია აშშ-შიც. ფედერალური ავიაციის სააგენტოს ბრძანებით, საჰაერო ხომალდებს ერაყში, ეკრძალებათ 7 2925 მეტრზე ნაკლების სიმაღლით ფრენა, ხოლო ირანის საჰაერო სივრცეში, ომანის სრუტის თავზე და სპარსეთის ყურის თავზე ფრენა საერთოდ აკრძალულია.

შეგახსენებთ, ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ამერიკულ ბაზებზე ერაყში, რამდენიმე საათში კი თეირანთან ახლოს. ამასთან, რამდენიმე საათის წინ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა ირანში კატასტროფა განიცადა.

"ინტერპრესნიუსი"