ყასემ სოლეიმანი მშობლიური ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ყასემ სოლეიმანი მშობლიური ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მის მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. დაკრძალვა ირანის მიერ ერაყის ამერიკულ ბაზებზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა.

სოლეიმანის დაკრძალვას ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი ესწრებოდა. გენერალი გუშინ უნდა დაეკრძალათ, თუმცა მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, რის გამოც ცერემონია გადაიდო.

გენერალი ყასემ სოლეიმანი, ქერმანის სასაფლაოს "მოწამეთა განყოფილებაში" დაასაფლავეს.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი "ყუდსის ძალების" ხელმძღვანელი, 3 იანვარს, აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

იხილეთ ასევე: ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს?

"ინტერპრესნიუსი"