რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში - რას წერს უცხოური მედია? - კვირის პალიტრა

რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში - რას წერს უცხოური მედია?

Aviation Newsroom-ის ინფორმაციით, უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა, ძირითადად ირანისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

გამოცემის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქეა, 71 ირანის მოქალაქეა, 73 - კანადის, 4 - გერმანიის, 3- დიდი ბრიტანეთის, 8 - შვედეთის და 6 - ავღანეთის.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"