"ისრაელი ტრამპის გვერდით დგას - ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს" - კვირის პალიტრა

"ისრაელი ტრამპის გვერდით დგას - ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს"

ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდით დგას, რომელიც "მამაცურად" მოიქცა.

"ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა. ბოლო წლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ ისინი სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგანან. მინდა მათ მთელი გულით მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს დაარტყას ჰაიფას (ისრაელი) და დუბაის (გაერთიანებული არაბთა ემირატები) იმ შემთხვევაში, თუ აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს ერაყში მის ბაზებზე თავდასხმის გამო.

"ინტერპრესნიუსი"