მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს."მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ",-განაცხადა ტრამპმა. მისი განცხადებით, სტოლტენბერი ამ აზრით "აღფრთოვანებულია"."ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ", - განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსისთვის, მთავარ კონტრიბუციას აშშ იღებს, რაც "სამართლიანი არ არის"."ინტერპრესნიუსი"