"ახალ ალიანსს დავარქვათ "ნატო+ახლო აღმოსავლეთი"... რა მშვენიერი სახელწოდებაა, სახელებს კარგად ვიგონებ" - კვირის პალიტრა

"ახალ ალიანსს დავარქვათ "ნატო+ახლო აღმოსავლეთი"... რა მშვენიერი სახელწოდებაა, სახელებს კარგად ვიგონებ"

მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს.

"მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ",-განაცხადა ტრამპმა. მისი განცხადებით, სტოლტენბერი ამ აზრით "აღფრთოვანებულია".

"ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსისთვის, მთავარ კონტრიბუციას აშშ იღებს, რაც "სამართლიანი არ არის".

"ინტერპრესნიუსი"