"ჩვენ კიმ ჩენ ინის დაბადების დღეზე შევხვდით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ გაიხსენა და მთხოვა ეს შეტყობინება გადამეცა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ კიმ ჩენ ინის დაბადების დღეზე შევხვდით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ გაიხსენა და მთხოვა ეს შეტყობინება გადამეცა"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩუნ ეი-იონგმა განაცხადა.

მისი თქმით, პარასკევს, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, ამერიკის ლიდერმა სთხოვა, რომ მილოცვა კიმ ჩენ ინისთვის გადაეცა.

"ჩვენ კიმ ჩენ ინის დაბადების დღეზე შევხვდით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ გაიხსენა და მთხოვა ეს შეტყობინება გადამეცა",-განაცხადა ეი-იონგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი 1984 წლის 8 იანვარს დაიბადა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აღნიშნულ მონაცემებს მკაცრად ასაიდუმლოებს.

"ინტერპრესნიუსი"