აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა - კვირის პალიტრა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქციები ირანის სამშენებლო, ქსოვილისა და მადნების მომპოვებელ კომპანიებს დაუწესდათ. ამასთანავე სანქციები დაუწესდა 8 ირანელ მაღალჩინოსანს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, სანქციები იქამდე გაგრძელდება,სანამ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ახალი სანქციების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"