"რუსები, რომლებიც ლიბიაში იბრძვიან, რუსეთის სახელმწიფოს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთი არ უხდის" - კვირის პალიტრა

"რუსები, რომლებიც ლიბიაში იბრძვიან, რუსეთის სახელმწიფოს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთი არ უხდის"

რუსები, რომლებიც ლიბიაში იბრძვიან, რუსეთის სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლიბიაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს რუსეთი არ უხდის. პუტინმა ეს განცხადება იმ თემაზე კომენტარებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, რუსების დაქირავებულ მებრძლთა რაზმი, „ვაგნერი“ ლიბიაში, აჯანყებული გენერლის ხალიფა ჰაფტარის მხარდასაჭერად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და ლიბიაში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ.