ისლამისტები ახალ ტერაქტებს ამზადებენ - კვირის პალიტრა

ისლამისტები ახალ ტერაქტებს ამზადებენ

ერაყის სპეცსამსახურის მიერ ახლახან დაკავებული ისლამისტი მეომრების აღიარებით, ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" ამზადებს ტერაქტებს აშშ-ისა და ევროპის

რიგ ქვეყნებში, მათ შორის დანიაში. აფეთქებები ალბათ მოხდება დიდი ქალაქების ხალხმრავალ ადგილებში შობის დღესასწაულის დღეებში.

დანია ისლამის მტრების სიაში მას შემდეგ მოხვდა, როცა 2005 წლის შემოდგომაზე გაზეთ Jyllands-Poster-ში დაიბეჭდა მხატვარ კურტ ვესტერჰაარდის სკანდალური კარიკატურები, რომლებზეც მოციქულ მუჰამედს თავზე ბომბის მსგავსი ჩალმა ეხურა.

დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ "ალ-ქაიდამ" რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ის, რომ დასავლეთის ქვეყნები შიშმა მოიცვას, შესაძლოა სხვა ტაქტიკაც გამოიყენოს. ამ დღეებში "ალ-ქაიდასთან" დაახლოებული "ერაყის ისლამისტური სახელმწიფოს" ექსტრემისტული დაჯგუფების "თავდაცის მინისტრმა" მეომრებს მოუწოდა - კათოლიკეებს შობა უნდა ჩავუმწაროთ შესაძლო ტერაქტების ხშირი შეხსენებითო.