"ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით" - დონალდ ტრამპი ირანელებს მიმართავს
"ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით" - დონალდ ტრამპი ირანელებს მიმართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ირანში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ირანელი ხალხის გამბედაობით "შთაგონებულია“.

"მივმართავ ირანელ მამაც, მრავალტანჯულ ხალხს: ჩემი გაპრეზიდენტების დროიდან მუდამ თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით", - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები გააჟღერეს
და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

"ინტერორესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები