"ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით" - დონალდ ტრამპი ირანელებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით" - დონალდ ტრამპი ირანელებს მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ირანში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ირანელი ხალხის გამბედაობით "შთაგონებულია“.

"მივმართავ ირანელ მამაც, მრავალტანჯულ ხალხს: ჩემი გაპრეზიდენტების დროიდან მუდამ თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით", - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

"ინტერორესნიუსი"