"ტრამპი ირანელ ხალხზე საუბრისას "ნიანგის ცრემლებს" ღვრის"
"ტრამპი ირანელ ხალხზე საუბრისას "ნიანგის ცრემლებს" ღვრის"
ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება "ტვიტერზე" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი "ნიანგის ცრემლებს" ღვრის, როცა ირანელ ხალხზე საუბრისას თავის წუხილს გამოთქვამს. მისი თქმით, ირანელ ხალხს ახსოვს, რომ ტრამპმა გენერალი სოლეიმანი მოკლა და რომ ტრამპი იყო სათავე იმ ეკონომიკური გამოწვევების, რომლის წინაშეც ისინი დგანან.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო აქციები იმართება, რომელსაც ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"ირანის ლიდერებს - არ მოკლათ აქციის მონაწილეები. თქვენ უკვე
ათასობით ადამიანი მოკალით, ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. რაც მთავარია, აშშ აკვირდება. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით რეპორტიორებს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი. შეწყვიტეთ, დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა