როგორ მუშაობს "გადატვირთვა"? - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს "გადატვირთვა"?

იმ ფონზე, როდესაც სენატში STAR-ის (სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ხელშეკრულება) განხილვა დაიწყო და ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა აუცილებელია, გადაჭრით უნდა ითქვას, თუ რამდენად დაუბალანსებელია დღეს ეს ურთიერთობები.

საქართველოს, იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის ტერიტორიის 20%-იც რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული მორიგი ისტორიის დეტალებზე განცხადება გამოაქვეყნა. საუბარია ექვს ქართველზე, რომლებიც ამ თვეში დააპატიმრეს და რუსი ოფიცრის, ევგენი ბორისოვის მონაწილეობით, არაერთი აფეთქების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია:

"საქართველომ სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამ საქმეზე დაკითხოს მაიორი ბორისოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით. თბილისმა მოითხოვა საქმეში გარეული საქართველოს იმ ორი მოქალაქის გადმოცემა, რომლებიც დღეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან."

ტერაქტები ამ წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. მათი სამიზნე იყო აშშ-ის საელჩო, რკინიგზის სადგურები და ლეიბორისტული პარტიის ოფისი თბილისში. გამოძიება, რომელსაც შედეგად დაპატიმრებები მოჰყვა, მოწმეთა უამრავ ჩვენებას, სატელეფონო მოლაპარაკებების ჩანაწერებს და სხვა მტკიცებულბებს ეფუძნება".

გესმით, რა ხდება? ტერაქტის სამიზნე შეერთებული სტატების საელჩო იყო. და რას აკეთებს ამ დროს ობამას ადმინისტრაცია? არაფერს.

გამოუცხადა აშშ-მა სოლიდარობა საქართველოს იმ თავშეკავებულობისთვის, რომელსაც ოკუპირებული დემოკრატია იჩენს? ან იქნებ გადაწყვიტა, რომ საქართველო სამხედრო დახმარებას იმსახურებს? არა. აი, ასეთი საგარეო პოლიტიკა აქვს ობამას ადმინისტრაციას.

ის კვლავ ფრთხილობს ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც სასწორზე დევს ამერიკის ინტერესები ან ამერიკის ტერიტორია (რომლის ნაწილიც არის ოფიციალურად საელჩოების ტერიტორია). რა უნდა მოხდეს ისეთი, რამაც ამ ადამინისტრაციას შეიძლება თვალი აუხილოს და კურსი შეცვლევინოს? ახლა იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ რამ შეიძლება მასზე ასე იმოქმედოს.