ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
ირანში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ბრალდებული. ამის შესახებ ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ისმაილს არ დაუკონკრეტებია არც ვინაობა და არც ის, თუ რამდენი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ "ბოინგ 737" "უნებლიედ" ჩამოაგდეს.

"ბოინგ 737" თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე
მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა