რა თანამდებობა შესთავაზა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს? - კვირის პალიტრა

რა თანამდებობა შესთავაზა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს.

პუტინმა აღნიშნული თანამდებობის შექმნაზე დღეს, ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

პუტინმა დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაანონსა. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა ცოტა ხნის წინ გადადგა.

"ინტერპრესნიუსი"