რამზან კადიროვმა უფლებამოსილება დროებით მთავრობის თავმჯდომარეს გადააბარა - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვმა უფლებამოსილება დროებით მთავრობის თავმჯდომარეს გადააბარა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უფლებამოსილება დროებით მთავრობის თავმჯდომარეს მუსლიმ ხუჩიევს გადააბარა. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. აღნიშნულის მიზეზი "დროებითი შრომისუუნარობა“ გახდა.

"ინტერფაქსის“ ცნობით, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, კადიროვი შეძლებს საკუთარი უფლებამოსილების სრულად განხორციელებას.

კადიროვმა ბრძანებას ხელი 13 იანვარს მოაწერა.