კადიროვი რინგზე გასასვლელად ემზადება? - რატომ შეიჩერა უფლებამოსილება ჩეჩნეთის ლიდერმა? - კვირის პალიტრა

კადიროვი რინგზე გასასვლელად ემზადება? - რატომ შეიჩერა უფლებამოსილება ჩეჩნეთის ლიდერმა?

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადროვმა უფლებამოსილება დროებით ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეს მუსლიმ ხუჩიევს გადააბარა. კადიროვმა ბრძანებას ხელი 13 იანვარს მოაწერა.

პუტინის ერთ-ერთმა რჩეულმა ლიდერმა თანამდებობის დატოვების მიზეზად "დროებითი შრომისუუნარობა" დაასახელა და აღნიშნა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ, თანამდებობას ისევ დაუბრუნდება.

რამზან კადიროვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის, თუმცა, როგორც ცნობილია, მას აქმდეც არაერთხელ გადაუბარებია უფლებამოსილება მთავრობის თავმჯდომარისთვის.

რუსული გამოცემების ცნობით, შესაძლოა კადიროვი მართლა გადიოდეს მკურნალობას, მაგრამ ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ შესაძლოა, კადიროვი რინგზე გასასვლელად ემზადებოდეს.

2019 წლის 21 დეკემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში"“ მონაწილეობა მიიღო ინტერნეტგამოწვევაში: "გამოიწვიე ბრძოლაში ემელიანენკო“. ალეკსანდრ ემელიანენკო მსოფლიოში ცნობილი ММА-ს მებრძოლია. მან უამრავი მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა. კადიროვმა ვიდეომიმართვისას ინსტაგრამმომხმარებლებს ჰკითხა როგორ დაპირისპირებოდა სპორტსმენს კრივის თუ შერეული ორთაბრძოლის წესებით. თავდაპირველად ეს ამბავი ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა მოგვიანებით კადიროვის გამოწვევას თავად სპორტსმენმა უპასუხა.

"კრივის წესებით თუ შემხვდებით, მას აქვს შანსი გაიმარჯვოს, ის ყოველთვის ვარჯიშობს, სულ სპორტდარბაზშია, ვფიქრობ, ის მზად არის ჩემთან დასაპირისპირებლად", - განაცხადა ემელიანენკომ კადიროვის გამოწვევაზე. (წყარო)

იხილეთ ასევე:  "მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი" - პუტინის "ჯარისკაცის" სკანდალური ცხოვრება

მოამზადა ეკა გადახაბაძემ