კადიროვი რინგზე გასასვლელად ემზადება? - რატომ შეიჩერა უფლებამოსილება ჩეჩნეთის ლიდერმა?
კადიროვი რინგზე გასასვლელად ემზადება? - რატომ შეიჩერა უფლებამოსილება ჩეჩნეთის ლიდერმა?
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადროვმა უფლებამოსილება დროებით ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეს მუსლიმ ხუჩიევს გადააბარა. კადიროვმა ბრძანებას ხელი 13 იანვარს მოაწერა.

პუტინის ერთ-ერთმა რჩეულმა ლიდერმა თანამდებობის დატოვების მიზეზად "დროებითი შრომისუუნარობა" დაასახელა და აღნიშნა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ, თანამდებობას ისევ დაუბრუნდება.

რამზან კადიროვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის, თუმცა, როგორც ცნობილია, მას აქმდეც არაერთხელ გადაუბარებია უფლებამოსილება მთავრობის თავმჯდომარისთვის.

რუსული გამოცემების ცნობით, შესაძლოა კადიროვი მართლა გადიოდეს მკურნალობას, მაგრამ ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ შესაძლოა, კადიროვი
რინგზე გასასვლელად ემზადებოდეს.

2019 წლის 21 დეკემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში"“ მონაწილეობა მიიღო ინტერნეტგამოწვევაში: "გამოიწვიე ბრძოლაში ემელიანენკო“.
ალეკსანდრ ემელიანენკო მსოფლიოში ცნობილი ММА-ს მებრძოლია. მან უამრავი მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა. კადიროვმა ვიდეომიმართვისას ინსტაგრამმომხმარებლებს ჰკითხა როგორ დაპირისპირებოდა სპორტსმენს კრივის თუ შერეული ორთაბრძოლის წესებით. თავდაპირველად ეს ამბავი
ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა მოგვიანებით კადიროვის გამოწვევას თავად სპორტსმენმა უპასუხა.

"კრივის წესებით თუ შემხვდებით, მას აქვს შანსი გაიმარჯვოს, ის ყოველთვის ვარჯიშობს, სულ სპორტდარბაზშია, ვფიქრობ, ის მზად არის ჩემთან დასაპირისპირებლად", - განაცხადა ემელიანენკომ კადიროვის გამოწვევაზე. (წყარო)


მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (2)
თომა
16 იანვარი 2020 15:36
ჯოჯოხეთში მიდის სადაც მისი ადგილია
.
16 იანვარი 2020 15:35
სატანა, სადისტი, სიბოროტის სიმბოლო იმედია მოუსვლელში წავა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა