იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი ქვეყანაში დასაქმებული მამებისთვის მაგალითის მიცემის მიზნით დეკრეტულ შვებულებაში გადის
იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი ქვეყანაში დასაქმებული მამებისთვის მაგალითის მიცემის მიზნით დეკრეტულ შვებულებაში გადის
იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გასვლას აპირებს, რათა მაგალითი მისცეს ქვეყანაში დასაქმებულ მამებს, მეტად ჩაერთონ ბავშვის გაზრდის პროცესში.

"თუ ჩვენ არ შევცვლით ვითარებას, მთავრობაში დასაქმებულები სავარაუდოდ არ გავლენ დეკრეტულ შვებულებაში", -განაცხადა შინჯირო კოიზუმიმ.

იაპონიის მთავრობის მდივნის, იოშიჰიდ შუგას თქმით, ის იმედოვნებს, რომ კოიზუმის გადაწყვეტილება დადებით გავლენას მოახდენს მამების მეტ ჩართულობაზე ბავშვების აღზრდაში.

ცნობისთვის, იაპონია მოსახლეობის დაბერების პრობლემის წინაშე დგას. ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, რის გამოც მთავრობა ცდილობს წამახალისებელი
გარკვეული რეფორმები გაატაროს, მათ შორის ახალშობილთა მამებს შესაძლებლობა მიეცემათ დეკრეტული შვებულება აიღონ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები