რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა - კვირის პალიტრა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა

რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი წასულა.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით გუშინ გადადგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა წამოაყენა.

იხილეთ ასევე: პუტინივით უყვარს ჰოკეი და უკრავს როიალზე - ვინ არის მიხეილ მიშუსტინი - ახალი მარიონეტი პუტინის "პანდორას ყუთიდან"?

"ინტერპრესნიუსი"