"ირანის მიერ 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა" - კვირის პალიტრა

"ირანის მიერ 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა"

ირანის მიერ ერაყის საავიაციო ბაზა ალ-ასადზე 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა და მათი სამედიცინო ევაკუირება ქუვეითისა და გერმანიაში განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Defense One-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული სამხედროები კონტუზიის სიმპტომებით ქუვეითისა და გერმანიაში მდებარე აშშ-ის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

Defense One-ის ინფორმაციით, ბაღდადში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურის პრესსპიკერმა მაილს კაგინგსმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, რამდენიმე ჯარისკაცი სკრინინგის ჩასატარებლად ალ-ასადის ბაზიდან გერმანიასა და ქუვეითში გადაიყვანეს. მისი განმარტებით, როგორც კი სკრინინგის შედეგად გაირკვევა, რომ ჯარიკაცები "მოვალეობის შესასრულებლად ვარგისები არიან," მათ ბაზაზე დააბრუნებენ.

Defense One-ის ცნობით, კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ალ-ასადის ბაზიდან ქუვეითსა და გერმანიის საავადმყოფოებში 11 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს, სადაც მათ თავის ტვინის სკრინინგი უტარდებათ.

შეგახსენებთ, პენტაგონი და თეთრი სახლი აცხადებენ, რომ 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად არცერთი სამხედრო დაღუპულა ან დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"