"ირანს ღვთიური მხადაჭერა ჰქონდა, როცა აშშ-ს "სილა გაულაწუნა"
"ირანს ღვთიური მხადაჭერა ჰქონდა, როცა აშშ-ს "სილა გაულაწუნა"
ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ერაყში, ამერიკულ პოზიციებზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ ირანს "ღვთიური მხადაჭერა" ჰქონდა, როცა აშშ-ს "სილა გაულაწუნა".

პარასკევის ლოცვის მსვლელობისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები ირანზე, შედეგებს ვერ გამოიღებს.

ათასობით ადამიანი, რომელიც ლოცვვას ესწრება ხამენეის სიტყვებს შეძახილებით "სიკვდილი ამერიკას" შეხვდნენ.

ხამენეიმ ირანის მიერ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინციდენტს "ირანის მტრები" ყასემ სოლეიმანის მოკვლის გადასაფარად იყენებენ.

ცნობისთვის, აიათოლა
ალი ხამენეი, დღეს თეირანში პარასკევის ლოცვას უძღვება. ბოლო რვა წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანის უმაღლესი ლიდერი პარასკევის ლოცვას აღავლენს.

"ინტერპრესნიუსი"

ზვიადი
17 იანვარი 2020 19:30
ჯერ იმიტო უნდა ინანიებდნონ კატასტროფას რომ დაღუპულთა რიგებში მათი 70 თანამოძმე დაიღუპა, ეგ ტრაგედია სხვისი ტრაგედია არაა ირანის ტრაგედიაა და მაგის მასე მოხსენიება მათ მიდგომას ასახავს თავიანთ დაღუპულ ხალხზეც, ერთი კაცის გამო მთელი ქვეყანა შავებში გამოეწყო და 70 ახალგაზრდა არაფრად უღირს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები