"მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან..." - პრინცი ჰარის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - კვირის პალიტრა

"მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან..." - პრინცი ჰარის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე

მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან ან ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან: ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, - ამის შესახებ პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარის თქმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

სასექსის ჰერცოგის თქმით, მას და მის მეუღლე მეგანს სურდათ, დედოფლის სამსახურში დარჩენილიყვნენ ისე, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიეღოთ, თუმცა ეს "შეუძლებელი" იყო, რის გამოც, წყვილი იძულებული გახდა, სამეფო ტიტულზე უარი ეთქვა.

"გაერთიანებული სამეფო ჩემი სახლი და ის ადგილია, რომელიც მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება. ბებიაჩემის, ჩემი მხედართმთავრის მიმართ ყოველთვის უაღრესად დიდი პატივისცემა მექნება,"- განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

მისივე თქმით გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, იოლი არ ყოფილა.

"გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მეუღლისა და ჩემს გამო მივიღე, იოლი არ ყოფილა. ეს იყო რამდენიმე წლიანი გამოწვევის შემდეგ, რამდენიმე თვიანი საუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ვიცი, ყოველთვის მართალი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა ნამდვილად არ იყო,"- განაცხადა ჰარიმ.

პრინცმა აღნიშნული კომენტარი ლონდონში, საქველმოქმედო ორგანიზაცია შენტებალე-თვის თანხის შეგროვების მიზნით გამართულ მიღებაზე გააკეთა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავადაც არის და რომელიც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

გუშინ, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი "მისი სამეფო უმაღლესობის" ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.

"მეშინია იგივე არ განმეორდეს" - პრინცესა დაიანას 20 ფოტო, რაც ასახავს ცხოვრებას, რაზეც ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს

"ინტერპრესნიუსი"