"ისინი გენერალ სოლეიმანს ლაჩრულად დაესხნენ თავს, ჩვენ მტრებს რაინდულად დავარტყამთ!"
"ისინი გენერალ სოლეიმანს ლაჩრულად დაესხნენ თავს, ჩვენ მტრებს რაინდულად დავარტყამთ!"
ირანის "ყუდსის ძალების" ახალი მეთაური გენერალი ისმაილ გაანი აცხადებს, რომ მათ მტრებს მხოლოდ "ძალის ენა" ესმით. მისივე თქმით, "თავისუფლების მაძიებელი" ხალხი ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებს.

"ისინი გენერალ სოლეიმანს ლაჩრულად დაესხნენ თავს, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების მაძიებელ ადამიანებს სურთ შური იძიონ და ღმერთის წყალობით, ღმერთის დახმარებით მტრებს რაინდულად დავარტყამთ",-განაცხადა გაანიმ და დასძინა, რომ მათ მტრებს "ძალის ხმის გარდა, სხვა ენა არ ესმით".

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, 3
იანვარს ერაყის დედაქალაქის აეროპორტში თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის "ყუდსის ძალების" მეთაური ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. საპასუხოდ, ირანმა ერაყის ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალები იყვნენ განთავსებულნი სარაკეტო თავდასხმები მიიტანა, რომლის დროსაც არავინ დაღუპულა.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები