ირანელი პარლამენატარი აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას "ვინც ტრამპს მოკლავს". ინფორმაციის ირანულ მედიაზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს."ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლავს", - განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა "ჯილდო" შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.ცნობისთვის, ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, "ყუდსის ძალების" გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა."ინტერპრესნიუსი"