ირანელი დეპუტატი: "ვინც ტრამპს მოკლავს, 3 მილიონი დოლარის ჯილდოს გადავცემთ" - კვირის პალიტრა

ირანელი დეპუტატი: "ვინც ტრამპს მოკლავს, 3 მილიონი დოლარის ჯილდოს გადავცემთ"

ირანელი პარლამენატარი აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას "ვინც ტრამპს მოკლავს". ინფორმაციის ირანულ მედიაზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.

"ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლავს", - განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.

ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა "ჯილდო" შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.

ცნობისთვის, ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, "ყუდსის ძალების" გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"