აშშ-ში უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
აშშ-ში უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
აშშ-ში უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზი აშშ-ის ერთ-ერთ მოქალაქეს დაუსვეს, რომელიც სიეტლში ჩინეთიდან ჩავიდა.

მათივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი 30 წლამდე მამაკაცს აღმოაჩნდა.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მომატებას ელოდება და ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან შესაბამისი ვაქცინის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ვირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესი მათგანი - ქალაქ ვუჰანში. ქალაქის მერის ინფორმაციით, ვირუსით
სამშაბათს მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით დაავადების შემთხვევები ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაივანშიც დადასტურდა. ყველა დაავადებული ქალაქ ვუჰანში იყო ნამყოფი.

ჩინეთის ხელისუფლებამ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები