დიდი ბრიტანეთის დედოფალმა "ბრექსითის" შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა "ბრექსითის" შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს "ბრექსითის" შესახებ. შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.

დედოფლის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო.

ბრიუსელს კვლავაც სჭირდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ შეთანხმების საერთაშორისო სამართალთან ფორმალიზება განახორციელოს.

24 იანვარს ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთნხმებას დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შესახებ. 29 იანვარს კი, ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მის სარატიფიკაციოდ შეიკრიბება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 31 იანვრიდან აღარ
იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები