ექიმები ქუ­ჩებ­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს პო­უ­ლო­ბენ - რა ხდება ქალაქ უხანის ქუჩებში, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს - კვირის პალიტრა

ექიმები ქუ­ჩებ­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს პო­უ­ლო­ბენ - რა ხდება ქალაქ უხანის ქუჩებში, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ უხანში, რომელიც ინფექციის გავრცელების კერაა - სწორედ ამ ქალაქში გამოვლინდა ვირუსის პირველი შემთხვევა.(გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე ფოტოებს).

უცხოური მედიასაშუალებები ქალაქიდან შემზარავ ფოტოებს ავრცელებენ, რომლებზეც აღბეჭდილია ვირუსის გამო ქუჩებში გარდაცვლილი და გონება დაკარგული ადამიანები.

გამოცემა The Sun წერს, რომ მედიკოსები ქუჩებში გარდაცვლილ ადამიანებს პოულობენ და ისინი პროზექტურაში გადაჰყავთ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: რა ხდება კორონავირუსის აფეთქების ქალაქში? - რას ჰყვება ქართველი ლექტორი, რომელიც უხანში ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა?