თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომლის შედეგაც ცნობილი გახდება გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოქას განცხადებით, "ელაზიგში, დაახლოებით 30 მოქალაქე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი".

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რყევების სიმძლავრემ 6.8 ბალი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"