ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე სკოლები დაიხურება
25-01-2020
ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე სკოლები დაიხურება
ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. ამასთან, ქალაქში გამოცხადებული ჯანდაცვის "სერიოზული" მდგომარეობა "საგანგებოთი" შეცვალეს.

სხვადასხვა ქვეყანაში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ამ დროისთვის ავსტრალია ვირუსის ახალ შემთხვევებს ადასტურებს. ქვეყანაში ამბობენ, რომ დადასტურებულად ვირუსი ოთხ ადამიანს აქვს, რამდენიმე ადამიანზე კი ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს.

ახალი შემთხვევები ფიქსირდება იაპონიასა და მალაიზიაშიც. თავად უხანის პრივინციაში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა საგანგაშო მდგომარეობაა. ექიმების ინფორმაციით, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ამასთან გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი 1300-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც
დაახლოეთ ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის სულ მცირე 41 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1300-მდე ინფიცირებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები