თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ტელეარხი NTV სამაშველო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 29 დაღუპულისა და 1466 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

24 იანვარს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. ბიძგები ასევე იგრძნეს ისრაელში, ერაყსა და სირიაში.

მიწისძვრის გამო, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, ღამე ქუჩაში გაეთენებინა.

მომდევნო დღეს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული
რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოინახულა. მან მიწისძვრის გამო, სტამბოლში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. პრეზიდენტმა ასევე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები