დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
თურქეთი სეისმური რეგიონია და მიწისძვრები არცთუ იშვიათია. ბოლოს დამანგრეველი მიწისძვრა (7,6-ბალიანი), რომელმაც 17 000 კაცი შეიწირა, 1999 წელს იზმითთან მოხდა

თურქული სააგენტოების ცნობით, 24 აგვისტოს თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღისა და მალათიის პროვინციებში, 20 საათსა და 55 წუთზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა ასევე სირიაში, ლიბანსა და ირანში, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა აღმოსავლეთ ანატოლიაში, ელაზიღის პროვინციის ქალაქ სივრიჯის მახლობლად დაახლოებით 7 კმ-ის სიღრმეზე. მთავარი ბიძგის მაგნიტუდა, რომელიც 15
წამს გაგრძელდა, რიხტერის სკალით 6,8 ბალს შეადგენდა, ხოლო დამატებითი ბიძგებისა - 3,3-დან 5,4 ბალამდე. დაიღუპა 20-ზე მეტი კაცი, ხოლო ათასზე მეტი დაშავდა. ნანგრევებში მოყვა უამრავი მოქალაქე.
"პროვინცია ელაზიღში 18 კაცი დაიღუპა და 405 დაშავდა. მეზობელ პროვინცია მალათიაში დაშავებულია 148 კაცი... ჩვენ კიდევ 30 კაცის ნანგრევებიდან გამოყვანას
ვცდილობთ", - განმარტავს გამოცემა "დეილი საბაჰისთვის" მიცემულ ინტერვიუში თურქეთის შს მინისტრი სულეიმან სოილუ. ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, რეგიონში გაგზავნილია ასობით სასწრაფო დახმარების მანქანა, სამედიცინო ვერტმფრენები, ასობით სატვირთო მანქანა, რომლებიც დატვირთულია წამლებით, პროდუქტებით, კარვებითა და თბილი პლედებით, მობილიზებულია ექიმების ბრიგადები.

მიწისძვრით დაზარალებული რეგიონი ანკარიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 550 კმ მანძილზეა და მცირედ დასახლებულად ითვლება. 4 000-კაციანი სივრიჯი ხაზარის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და მას, ძირითადად, ტურისტები სტუმრობენ.

საზოგადოდ, თურქეთი სეისმური რეგიონია და მიწისძვრები არცთუ იშვიათია. ბოლოს დამანგრეველი მიწისძვრა (7,6-ბალიანი), რომელმაც 17 000 კაცი შეიწირა, 1999 წელს ქალაქ იზმითთან მოხდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?