ლეგენდარული კალათბურთელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა - კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა - კვირის პალიტრა

ლეგენდარული კალათბურთელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა - კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელ კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილის - გაიანასა - და ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

"ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,"- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.